Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთმა იემენში დაბომბა შიიტთა დაჯგუფების პოზიციები


საუდის არაბეთმა იემენში ჰუტის გაერთიანების პოზიციები დაბომბა. იტყობინებიან, რომ საუდის არაბეთის თვითმფრინავებმა ცეცხლი დაუშინეს დედაქალაქ სანაში შიიტური გაერთიანების პოზიციები. იემენის პრეზიდენტი, აბდ-რაბუ მანსურ ჰადი,რომელიც დევნილი იყო დედაქალაქიდან, შემდეგ კი გაიქცა ქვეყნიდან მას მერე, რაც შიიტებმა შეავიწროვეს ქალაქ ადენში და საუდის არაბეთში ჩავიდა.საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის პირელი მოკავშირეები თვლიან, რომ იემენში აქტიურობს ირანი, რათა კონტროლი მოიპოვოს ამ ქვეყანაზე. ჰუტის დაჯგუფება ირანის გავლენას უარყოფს. ირანმა დაგმო საუდის არაბეთის თავდასხმა და მოითხოვა დაუყოვნებლივ შეწყდეს იერიშები. პაკისტანი, რომელიც იემენს ესაზღვრება, განიხილავდა იემენში ჯარის შეგზავნის შესახებ საუდის არაბეთის წინადადებას. ვაშინგტონი ასევე განიხილავს საუდის არაბეთისთვის სამხედრო და დაზვერვის სფეროში მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ არ იღებს მონაწილეობას იერიშებში.

XS
SM
MD
LG