Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება აუცილებლობას არ წარმოადგენდა


საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები რჩება. მისი თქმით, ეს კითხვები რამდენიმე საქმესთან მიმართებაში არსებობს, მათ შორის ე.წ. კაბელების საქმეში. უჩა ნანუაშვილის თქმით პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა ე.წ. კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარეს შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდა საქმის მასალებზე.

XS
SM
MD
LG