სასამართლომ ე.წ. „ჯაშუშების საქმეზე“ პატიმრობა გაუუქმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას. ამის შესახებ მისი ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის სიტყვებს საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. "ბაჩო ახალაიას ამ საქმეზე პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურებოდა 5 აპრილს, რის გამოც, დღეს, სასამართლომ ახალაიას პატიმრობა გააუქმა. როგორც ყველა საქმეში, აქაც უსაფუძვლოდ იყო პატიმრობა შეფარდებული და მიზნად ისახავდა მის 9 თვით ციხეში გამოკეტვას", - თქვა ველიჯანაშვილმა. ბაჩო ახალაია პატიმრობაში რჩება, რადგან მას სხვა საქმეებზეც აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.
ყველაზე პოპულარული
1