რუსეთში მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ჯგუფი აცხადებს, რომ დააარსა ცენტრი, რომელმაც რუსოფობიის კვლევა უნდა აწარმოოს. მოსკოვში 3 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსი ხალხის მსოფლიო საბჭოს წევრმა, ალექსანდრ შჩილკოვმა განაცხადა, რომ რუსოფობიის შესწავლას აქვს „როგორც აკადემიური, ისე პოლიტიკური განზომილებაც, რომელიც ეთნიკური რუსების დაცვაზეა კონცენტრირებული“. რუსეთში სახელმწიფო მედია და ოფიციალური პირები ხშირად აცხადებენ, რომ დასავლეთი რუსეთს ობიექტურად არ ასახავს, განსაკუთრებით მას მერე, რაც 2014 წელს უკრაინის კონფლიქტი დაიწყო. რუსი ხალხის მსოფლიო საბჭო, რომელსაც ოფიციალურად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, კირილე ხელმძღვანელობს, წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც, მისი განცხადებით, „რუსეთის აწმყოსა და მომავალზეა“ კონცენტრირებული. 2013 წელს საბჭომ ჯილდო მიანიჭა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
ყველაზე პოპულარული
1