Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ლტოლვილთა ბანაკის „უდიდეს ნაწილს“ აკონტროლებენ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტები


ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ხელში ჩაიგდო სირიის დედაქალაქის, დამასკის შემოგარენში განთავსებული პალესტინელი ლტოლვილთა ბანაკის უდიდესი ნაწილი - მას შემდეგ, რაც ოთხი დღის განმავლობაში ებრძოდა პალესტინელ მეამბოხეებს. ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორიამ 4 აპრილს განაცხადა, რომ ექსტრემისტები ამჟამად იარმუკის ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიის 90 პროცენტს აკონტროლებენ. ბანაკში ძალადობა 1 აპრილს დაიწყო და მას ცხრა პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის სამოქალაქო პირები. ბანაკს ორ წელიწადზე მეტია უტევენ სირიის სამთავრობო ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ ბანაკს ოპოზიციის მებრძოლები აფარებენ თავს. სირიაში 2011 წელს ამბოხების დაწყებამდე, ამ ბანაკში 150,000-მდე პალესტინელი ლტოლვილი ცხოვრობდა. როგორც გაერო იუწყება, მას შემდეგ მათი რაოდენობა 18,000-მდე შემცირდა.

XS
SM
MD
LG