Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია პაკისტანს სამხედრო დახმარებას სთხოვს ჰუთიტების წინააღმდეგ


პაკისტანის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, რომელიც იემენში მოქმედ შიიტურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს ებრძვის, ისლამაბადს სამხედრო ავიაციით, სამხედრო გემებითა და სახმელეთო ჯარებით დახმარებას სთხოვს. ხავაია მუჰამედ ასიფმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა 6 აპრილს პაკისტანის პარლამენტის სხდომაზე, სადაც მიმდინარეობს დებატები იმის თაობაზე, უნდა ჩაერთოს თუ არა ქვეყანა მეამბოხე ჰუთიტების წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო კამპანიაში. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა სიტყვიერად უკვე დაუჭირა მხარი ასეთ მისიას. 6 აპრილს 12 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ლიდერობით მიმდინარეობს სამხედრო კამპანია იემენში მოქმედი მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებმაც სექტემბერში კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ სანააზე და ქვეყნიდან გააძევეს პრეზიდენტი აბდ რაბი მანსურ ჰაიდი.

XS
SM
MD
LG