აზერბაიჯანში უფლებადამცველები და არასამთავრობო სპორტული ორგანიზაციები ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციას მოუწოდებენ, მკაცრად დაგმოს აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ოპოზიციონერთა წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები და მედიის შევიწროება. ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ინფორმაციით, გაერთიანებამ „სპორტი და უფლებები“ ოფიციალური წერილით მიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის პრეზიდენტს, პატრიკ ჰიკის. „უფლებათა დარღვევის წარსული შემთხვევებისა და იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანში სულ უფრო მეტად იდევნება განსხვავებული აზრი, ბაქოს თამაშების კონტექსტში მოსალოდნელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის ახალი შემთხვევები.“ - ვკითხულობთ წერილში. ივნისში ბაქო უმასპინძლებს პირველ ევროპულ თამაშებს, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის ეგიდით ტარდება.
ყველაზე პოპულარული
1