8 აპრილს ისლამაბადში ჩავა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი. როგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკებისას განიხილავენ საუდის არაბეთის მხრიდან პაკისტანისადმი გამოთქმულ თხოვნას, რომ მან სამხედრო აღჭურვილობა და ჯარისკაცები გაგზავნოს იემენში. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა 7 აპრილს განაცხადა, ირანი უნდა ჩაერთოს იემენში კონფლიქტის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებაშიო. მისი განცხადების ფონია პაკისტანის პარლამენტში გამართული დებატები იმის თაობაზე, უნდა ჩაერთოს თუ არა ქვეყანა იემენში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს. კოალიცია ახორციელებს საჰაერო დარტყმებს და აწვდის იარაღს იემენის მთავრობის ძალებს, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის და ებრძვიან შიიტ მეომრებს და ამბოხებულ სამთავრობო ძალებს. ზარიფს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ იემენში კონფლიქტი მოლაპარაკებით უნდა გადაიჭრას. მაგრამ რამდენიმე არაბული სახელმწიფო ირანს სდებს ბრალს იემენის კონფლიქტის გამოყენებაში რეგიონში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, მეამბოხე შიიტებთან მოკავშირეობის გზით. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
ყველაზე პოპულარული
1