Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სომეხთა „გენოციდის“ შესახებ


ევროპის პარლამენტმა ხმების დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „გენოციდი“ 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონი სომხის დახოცვასთან და დეპორტაციასთან მიმართებით. რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა ყველა მსხვილმა პოლიტიკურმა ფრაქციამ, ნათქვამია, რომ ევროპის პარლამენტი უერთდება „სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის აღნიშვნას“. იქვე თურქეთს მოუწოდებენ, აღიაროს სომეხთა „გენოციდი“ და ხელი შეუწყოს ორ ხალხს შორის შერიგებას. ამასთან, როგორც სომხეთს, ისე თურქეთს მოუწოდებენ, მიბაძონ ევროპის ქვეყნების შერიგების წარმატებულ მაგალითებს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა წინასწარვე დაგმო ევროპარლამენტის რეზოლუცია. ანკარაში გამოსვლისას, ერდოანმა განაცხადა, რომ რა რეზოლუციაც უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა, თურქეთი მას ერთ ყურში შეუშვებს და მეორიდან გამოუშვებს.

XS
SM
MD
LG