Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გააძლიერეს "ისლამური სახელმწიფოსაგან" ქალაქ ანბარის დამცველთა რიგები


ერაყიდან იუწყებიან, რომ 3000-მდე შიიტი შეიარაღებული პირი ჩავიდა ქალაქ რამადიში, რათა ქალაქის დამცველებს დაეხმაროს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ შეტევის მოგერიებაში. მანამდე ანბარის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფალიჰ ესავიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ პროვინციის დედაქალაქი რამადი, სადაც უმეტესწილად სუნიტები ცხოვრობენ, შესაძლოა რამდენიმე საათში დაიპყრონ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა. ერაყის მთავრობის წარმომადგენლების მონაცემებით, რამადიდან გაიქცა 2000-მდე ოჯახი, ექსტრემისტებსა და მთავრობის ჯარებს შორის ქალაქის აღმოსავლეთით მიმდინარე ინტენსიური შეტაკებების გამო. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 15 აპრილს დილაუთენია წამოიწყეს იერიში რამადის მიმართულებით, დაიპყრეს სამი სოფელი და ქალაქს მიუახლოვდნენ.

XS
SM
MD
LG