Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიოლნის ტაძარში ეკუმენურ წირვაზე პატივი მიაგეს 24 მარტს ავიაკატასტროფაში დაღუპულ 150 მგზავრს


პარასკევს გერმანიაში, კიოლნის ტაძარში, გაიმართა ეკუმენური სამგლოვიარო წირვა 24 მარტს დაღუპული Germanwings-ის თვითმფრინავის 150 მგზავრის საპატივცემულოდ. შეკრებილთა წინაშე გამოსულმა გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა თქვა, რომ გერმანია დღემდე შეძრულია მომხდარი ტრაგედიით. მან თანაგრძნობა გამოუხატა ყველა მგლოვიარეს. მთელს გერმანიაში დაშვებული სახელმწიფო დროშები. თვითმფრინავი ბარელონიდან დიუსელდორფში ასრულებდა რეისს. წინასწარი ვერსიით, კატასტროფა მოხდა მას მერე, რაც კაბინაში მარტო დარყჩენილი მეორე პილოტი, ანდრეას ლუბიცი, ჩაიკეტა და განზრახ დაუშვა თვითმფრინავი მიწაზე.

XS
SM
MD
LG