Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: რუსეთის ეკონომიკა მცირდება დასავლეთის სანქციების გამო


რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკამ დაახლოებით 25 მილიარდი ევრო დაკარგა დასავლეთის სანქციების შედეგად და დანაკარგი მიმდინარე წელს შეიძლება რამდენჯერმე უფრო დიდიც იყოს. პარლამენტის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას მედვედევმა თქვა, რომ მიმდინარე წლის პირველი მეოთხედის განმავლობაში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2 პროცენტამდე შემცირდა: “საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პირველად და, როგორც ამას მაგალითით გაჩვენებთ, შესაძლოა მთელი მეოცე საუკუნის ისტორიაშიც, ჩვენი ქვეყანა ორი საგარეო შოკის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. ნავთობის ფასების მკვეთრი კლების და სანქციების უპრეცედენტოდ მკაცრი ზეწოლის. ერთდროულად ასეთი გამოწვევების წინაშე უწინ არასოდეს ვყოფილვართ"” - განაცხადა მედვედევმა.რუსეთის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა მისი მთავარი საექსპორტო პროდუქტის, ნავთობის ფასების კლებამ და ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულმა სანქციებმა, მოსკოვის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერის გამო აღმოსავლეთ უკრაინაში. სანქციებით გამოწვეული დანაკარგი მნიშვნელოვანია, ამას არ დავმალავთო, განაცხადა რუსეთის პრემიერმა. მისი თქმით, ეკონომიკა სტაბილიზაციას განიცდის, თუმცა თუ საგარეო ზეწოლა გაძლიერდება და ნავთობის ფასები დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ძალიან დაბალ ნიშნულზე, მაშინ რუსეთს განსხვავებულ ეკონომიკურ რეალობასთან მოუწევს ადაპტაცია.

XS
SM
MD
LG