Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიციამ განაახლა იემენზე საჰაერო თავდასხმები


საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ იემენში დაბომბა შიიტი მეამბოხეები - რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ საჰაერო კამპანია დასრულებული იყო. გავრცელებული ცნობების თანახმად, 22 აპრილს საჰაერო იერიში განხორციელდა ქალაქ ტაიზის სიახლოვეს და მოჰყვა პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის ერთგული ძალების ბაზის დაცემას. ვრცელდება ცნობები ბრძოლების შესახებ ქალაქ ადენში და სხვა ადგილებშიც. აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩი, ადელ ალ-ჯუბეირი გამოდის გაფრთხილებით, რომ საუდის არაბეთი პასუხს გასცემს მეამბოხეთა მიერ გადადგმულ ნებისმიერ აგრესიულ ნაბიჯს. მეამბოხეები აცხადებენ, რომ კოალიციის შეტევების დასრულება წარმოადგენს პირობას გაეროს შუამავლობით მოლაპარაკების გამართვისთვის. ერთი დღით ადრე სუნიტი არაბების სახელმწიფოთა კოალიცია აცხადებდა, რომ მიზანს მიაღწია მისმა საჰაერო კამპანიამ, რომელიც ერთი თვე გრძელდებოდა, პრეზიდენტ ჰადის პოსტზე დასაბრუნებლად.

XS
SM
MD
LG