სულ მცირე 22 მოქალაქე დაიღუპა და 30 დაიჭრა 26 აპრილს ბაღდადსა და მის გარეუბანში მომხდარი დანაღმული ავტომობილების აფეთქების შედეგად. ასოშიეიტედ პრესის ცნობით პირველი აფეთქება ცენტრალური ბაღდადის კომერციულ არეალში, ხალხმრავალ ხილანის ბაღში, მეორე აფეთქება კი ცოტა მოგვიანებით ბაღდადიდან 30 კილომეტრით დაშორებული ქალაქ მაჰმუდიაში მოხდა. ვარაუდობენ, რომ აფეთქებების უკან უნდა იდგნენ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა სუნიტური ექსტრემისტული ორგანიზაციების მებრძოლები, რომელთა თავდასხმების ძირითად სამიზნეს ერაყის უშიშროების ძალები და შიიტური თემი წარმომადგენს.
ყველაზე პოპულარული
1