Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში საპროტესტო აქცია გამართეს მოვაჭრეებმა


დღეს ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ატაში საპროტესტო აქცია გამართა ასობით მოვაჭრემ. დემონსტრანტებმა გადაკეტეს მთავარი ქუჩა. აქციაზე გაისმოდა შეძახილები „სირცხვილი მთავრობას!“. გუშინ "ადემის" სავაჭრო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა შენობის 25 ათასამდე კვადრატული მეტრი. მოვაჭრეებს შენობაში შესვლა და საქონლის გადარჩენა უნდოდათ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. პოლიციამ დაშალა დღეს გამართული საპროტესტო აქციაც და ჟურნალისტებს კამერების გამორთვა უბრძანა. ალმა-ატაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ათეულობით სავაჭრო ცენტრს წაეკიდა ცეცხლი. ზოგი მოვაჭრის აზრით, მთავრობა განზრახ აწყობს ხანძრებს, რათა მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრებიდან გაყაროს.

XS
SM
MD
LG