Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში სტალინის პორტრეტები ჩამოხსნეს


რუსეთში შემავალი რესპუბლიკის, დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის ქუჩებში ჩამოხსნეს სტალინის პორტრეტები, რომლებიც საჯარო სივრცეებში იყო გაკრული. რამდენიმე პლაკატი კვლავ გაკრული რჩება. 27 აპრილს, პლაკატების გამოჩენისთანავე, ადგილობრივმა ბლოგერებმა და ინტერნეტის სხვა მომხმარებლებმა მათი ჩამოხსნა მოითხოვეს. მოსკოვსა და სხვა ქალაქებში სტალინისა და სხვა საბჭოთა ლიდერების პლაკატები გამოფენილია ნაცისტური გერმანიის დამარცხების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად. საგანგებო აღლუმი 9 მაისისთვისაა დაგეგმილი. რუსი უფლებადამცველები სტალინის პორტრეტების გამოყენებას მკაცრად გმობენ და ამბობენ, რომ სტალინი პირადად იყო პასუხისმგებელი მილიონობით საბჭოთა მოქალაქის მკვლელობისა და რეპრესირებისთვის.

XS
SM
MD
LG