Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის უშიშორების ძალებმა თალიბებთან ბრძოლა განაახლეს


დღეს ქალაქ ყუნდუზში ავღანეთის უშიშროების სამსახურმა განაახლა ბრძოლა თალიბებთან, რათა საბოლოოდ განდევნონ ისინი ამ ქალაქიდან. ერთკვირიანი ბრძოლისას უშიშროების ძალებს გაუჭირდათ ტერორისტების განდევნა გულ ტეპეს უბნიდან. იმავდროულად, 2000-მდე თალიბანის მებრძოლი გამაგრებული იყო ყუნდუზის პროვინციის ოთხ ნაწილში - ეს მათ საშუალებას აძლევდა, ქალაქი ყუნდუზი სხვადასხვა მიმართულებიდან აეღოთ, მათ შორის ქალაქის სამხრეთიდანაც, სადაც ყუნდუზის აეროპორტი მდებარეობს. ყუნდუზის პროვინციის გუბერნატორმა, მოჰამედ ომარ საფიმ, დღეს დადო პირობა, რომ ქალაქი ტერორისტებს ხელში არ ჩაუვარდებათ, მაგრამ აღიარა, რომ თალიბებთან გამკლავება რთულია ნატოსა და აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე.

XS
SM
MD
LG