Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი არ აპირებს სიკვდილით დასჯის აღდგენას


უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნგრეთი არ აპირებს, აღადგინოს სიკვდილით დასჯა, იმის მიუხედავად, რომ ამ წინადადებით ცოტა ხნის წინ თავად ორბანი გამოვიდა. დღეს ორბანის შტაბის უფროსმა, იანოშ ლაზარმა განმარტა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ორბანს მხოლოდ დისკუსიის დაწყება სურდა. ამ კვირაში ორბანმა თქვა, რომ არსებული სასჯელის ზომები ზედმეტად მსუბუქია და სიკვდილით დასჯა დღის წესრიგში უნდა დადგეს. ორბანის სიტყვებს მწვავე რეაქცია მოჰყვა უნგრეთის მთავრობისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა დღეს ორბანი გააფრთხილა, რომ მას „ჩხუბი“ მოელის, თუ ის მართლაც აპირებს სიკვდილით დასჯის აღდგენას. იუნკერის თქმით, ევროპის 28-წევრიანი კავშირი კრძალავს სასჯელის ამ უზენაეს ფორმას.

XS
SM
MD
LG