Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მაღალჩინოსანი გამოდის გაფრთხილებით იემენში „სამხედრო თავგადასავლების“ შესახებ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰოსაინ-ამირ აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ ირანს იემენთან უსაფრთხოების ინტერესები აკავშირებს და თეირანი რეგიონის რომელიმე სხვა ძალას საშუალებას არ მისცემს ძირი გამოუთხაროს ამ ინტერესებს. საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ ავრცელებს მის სიტყვებს - რომ სხვა ქვეყნებს არ ექნებათ საშუალება ეს კავშირი დაასუსტონ „სამხედრო თავგადასავლებით“ - რაც ღია მინიშნებაა საუდის არაბეთის და სხვა არაბული ქვეყნების მიერ იემენში ერთი თვის განმავლობაში წარმოებულ სამხედრო კამპანიაზე. ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა იემენთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, სადაც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია უტევს შიიტ მეამბოხეებს - რომლებსაც, როგორც ვარაუდობენ, ირანი უჭერს მხარს. საერთაშორისო თანამეგობრობა გეგმავს მზარდ ჰუმანიტარულ კრიზისთან ბრძოლის გზებს. იემენში ბრძოლას უკვე 1250-მდე ადამიანი შეეწირა. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი აცხადებს, რომ საწვავის სიმცირემ შესაძლოა რამდენიმე დღეში სრულად გააჩეროს ჰუმანიტარული ოპერაციები.

XS
SM
MD
LG