Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შარლი ებდომ“ ამერიკული პენ-ცენტრის ჯილდო მიიღო


ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა შარლი ებდომ ნიუ-იორკში, პენ-ცენტრის პრემია მიიღო თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის. მიმდინარე წლის 7 იანვარს პარიზში, „შარლი ებდოს“ რედაქციაზე შეიარაღებულ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, გამოცემის მთავარი რედაქტორი და ორი პოლიციელი. თავდამსხმელებმა ამ ქმედებით გამოცემაში დაბეჭდილი მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა გააპროტესტეს. პრემიის მიღებისას, ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა აღნიშნა, რომ აღშფოთება დემოკრატიის ნაწილია, მკვლელობა კი არა.

XS
SM
MD
LG