Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში იმართება უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლების შეხვედრა


უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები მინსკში შეიკრიბნენ მინსკშივე 16 თებერვალს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრაში, რომელიც დახურულ კარს მიღმა იმართება, მოელიან რუსეთის მომხრე სეპარატისტების მონაწილეობასაც. მინსკში შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის სამხედრო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის შედეგად. სამხედრო პრესმდივნის ინფორმაციით, რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა 40-ზე მეტჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, რუსეთის მომხრე სეპარატისტებმაც გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინის მთავრობის ტანკებმა და არტილერიამ ათობით სროლა განახორციელა განვლილი დღეს-ღამის განმავლობაში. სეპარატისტები პირიქით, უკრაინის ჯარებს ადანაშაულებენ თებერვალში მიღწეული შეთანხმების დარღვევაში. სეპარატისტების ინფორმაციით, საარტილერიო ცეცხლმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზსადენი დააზიანა, ამას გარდა ჭურვები მოხვდა დონეცკის აეროპორტსა და რამდენიმე დასახლებაში მდებარე შენობებს.

XS
SM
MD
LG