Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ციხიდან გაიქცა 40-მდე პატიმარი


ერაყში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 40-მდე პატიმარი გაიქცა ციხიდან აღმოსავლეთში მდებარე დიალის პროვინციაში. სამინისტროს პრეს-მდივნის მონაცემებით, სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას დაიღუპნენ ექვსი პოლიციელი და 30 პატიმარი. ბრიგადის გენერალ საად მაანის განცხადებით, გაქცევა მოჰყვა ჩხუბს პატიმრებს შორის. როცა მცველები მივიდნენ საქმეში გასარკვევად, პატიმრები მათ თავს დაესხნენ და იარაღი წაართვეს. მაანის ინფორმაციით, გაქცეულებიდან ზოგს ტერორიზმის ბრალდება აქვს წაყენებული.

XS
SM
MD
LG