Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადეჟდა სავჩენკოს დაბადების დღეს მხარდამჭერი აქციებით მიულოცავენ


11 მაისს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიმართება ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქციები. ამ დღეს რუსეთში პატიმრობაში მყოფი უკრაინელი სამხედრო მფრინავი ქალის დაბადების დღეა. ის 34 წლის გახდა. ნადეჟდა სავჩენკო უკვე 329-ე დღეა იმყოფება პატიმრობაში. კიევის ცენტრში შეიკრიბებიან აქციის #FreeSavchenko წევრები. მათ ექნებათ თეთრი ბუშტები ნადეჟდა სავჩენკოსა და რუსეთში პატიმრობაში მყოფი სხვა უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მომწოდებელი წარწერებით. აქტივისტები დიდ, გულის ფორმის ფურცელზე დაწერენ მისალოცებს ნადეჟდა სავჩენკოსთვის და მოგვიანებით მას ფოსტით გაუგზავნიან მოსკოვის ციხეში. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ უკრაინელებს ხელი მოაწერონ ონლაინ-პეტიციას ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით. მსგავსი აქციის ჩატარებისკენ მოუწოდებენ ორგანიზატორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ უკრაინელებს. ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატი მარკ ფეიგინი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხარდამჭერი აქცია მოსკოვშიც გაიმართება.

XS
SM
MD
LG