Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ ხუთი სამოქალაქო პირი შეიწირა


ავღანეთში ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და სამი დაიჭრა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის, სამიმ ახპივაკის ინფორმაციით, ბომბი 12 მაისს აფეთქდა არგისტანში, ძნელად მისადგომ ადგილას. მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია აფეთქება - ძველმა ნაღმმა, თუ თალიბანის მიერ დამონტაჟებულმა ბომბმა. ყანდაარში ძლიერი პოზიცია აქვს თალიბანს, მაგრამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG