Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში წინაღობა გადალახა „არასასურველი NGO-ების შესახებ კანონპროექტმა


რუსეთის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ახალ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს საქმის აღძვრასეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე „არასასურველად“ მიჩნეული უცხოური ორგანიზაციების წინააღმდეგ. პარლამენტის ქვედა პალატამ მეორე მოსმენით კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონად ქცევისთვის ის ფედერაციის საბჭომ და პრეზიდენტმა პუტინმაც უნდა დაამტკიცონ. ტექსტის თანახმად, რუსეთის პროკურორების და საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება იქნება იმის გადაწყვეტა, არის თუ არა უცხოური ორგანიზაცია ან ფირმა „არასასურველი.“ ამგვარად მიჩნეული ორგანიზაციის მხრიდან მოქმედების აკრძალვის დარღვევა დაისჯება 500,000-მდე რუბლით (10,000-მდე აშშ დოლარით) ან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით. რუსეთმა 2012 წელს მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიანიჭოს უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს.

XS
SM
MD
LG