Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი დამატები ძალებს გზავნის რამადიში


ერაყის სამხედრო უწყების ცნობით, დამატებითი ძალები გაიგზავნა რამადიში, რომლის დიდ ნაწილსაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აკონტროლებენ. ერაყის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სატელევიზო მიმართვაში 16 მაისს აღინიშნა, რომ აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიცია სერიოზული საავიაციო იერიშებით ეხმარება ერაყის არმიას, რაც მას შესაძლებლობას მისცემს სულ მალე გააძევოს ექსტრემისტები ქალაქიდან. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა 15 მაისს დილით თავიანთი შავი დროშა აღმართეს დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადიში, სამთავრობო კომპლექსის თავზე. ექსტრემისტებმა ადრე მოწყობილ თავდასხმაში ექვსი დანაღმული მანქანა გამოიყენეს, რომლებსაც თვითმკვლელი მოიერიშეები მართავდნენ. თავდასხმა მოხდა ქალაქის ცენტრში, სადაც პოლიციის მთავარი შტაბ-ბინა და გუბერნატორის ოფისია განთავსებული.

XS
SM
MD
LG