Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ხანძრის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 15 ადამიანი


ბაქოში, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაშავდა 63 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე მისულმა გენერალურმა პროკურორმა, ზაკირ კარალოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხანძრის მიზეზებს გამოიძიებს მუშა ჯგუფი რამდენიმე სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG