Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ჯეისონ რეზაიანის პროცესი დახურული იქნება


ირანში დღეს იწყება დახურული სასამართლო პროცესი „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტ ჯეისონ რეზაიანის საქმზე. ირანული წარმოშობის ამერიკელ რეზაიანს ჯაშუშობაში ედება ბრალი და სასამართლოში მხოლოდ ადვოკატთან ერთად წარდგება. ჯეისონ რეზაიანის ძმამ „როიტერზს“ უთხრა, რომ სასამართლოზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ ოჯახის წევრებსაც. 25 მაისის „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, პროცესი იქნება „მსოფლიოსთვის დახურული“. გაზეთი სარედაქციო წერილში გმობს ჟურნალისტის უსაფუძვლოდ დაკავებას. „ვაშინგტონ პოსტის“ თეირანის ბიუროს ხელმძღვანელი ირანის „ევინის“ ციხეშია გასული წლის ივლისიდან.

XS
SM
MD
LG