Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აუქმებს საფრანგეთთან კონტრაქტს „მისტრალის“ შესახებ


რუსეთი აცხადებს, რომ აუქმებს საფრანგეთთან კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებდა „მისტრალის“ ტიპის სამხედრო ხომალდების შეძენას. კონტრაქტი 1,4 მილიარდ ევროდ იყო შეფასებული. 2014 წლის სექტემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გამოაცხადა, რომ რუსეთს არ გადასცემენ ორ ვერტმრფენმზიდს "უკრაინაში მისი ბოლოდროინდელი მოქმედებების გამო". როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იუწყება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ოლეგ ბოჩკარიოვის 26 მაისის განცხადებაზე მითითებით, რუსეთი „არ აიღებს“ ხომალდებს. ასევე ბოჩკარიოვის თქმით, რუსეთი თვითონ ააშენებს ორ მსგავს ხომალდს - თუმცა არ შექმნის „მისტრალის“ ასლს. მიმდინარე თვეში უფრო ადრე, კრემლმა განაცხადა რომ საფრანგეთმა მას მიმართა ოფიციალური წინადადებით კონტრაქტის გაუქმების შესახებ.

XS
SM
MD
LG