Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზეპ ბლატერი: ფიფას "შტორმიდან" გამოვიყვან


ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი, პირობას დებს, რომ მეხუთე ვადით მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის ფიფას გამოიყვანს ბოლოდროინდელი „შტორმიდან“. ეს სიტყვები მან წარმოთქვა დღეს ციურიხში ფიფას კონგრესზე გამოსვლისას და დასძინა, რომ ფიფას გააძლიერებს. 79 წლის ბლატერის კონკურენტია იორადნიის პრინცი, 39 წლის ალი ბინ ალ-ჰუსეინი. 27 მაისს შვეიცარიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა ფიფას შვიდი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG