Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალჩინოსანი ქართველი მოსამართლე კორუფციის საფრთხეზე ალაპარაკდა


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლოში კორუფციის საფრთხეზე მიუთითებს , - აღნიშნული განცხადება მიხეილ ჩინჩალაძემ "მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ" დიალოგის ფარგლებში გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და მოსამართლეები თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო, მცხეთის, ბოლნისის, რუსთავის, ახალციხის, ახალქალაქისა და ხაშურის სასამართლოებიდან. კორუფციის საფრთხესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გაცხადებამ დამსწრეთა ნაწილში ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია. ნინო გვენეტაძემ მის მოადგილეს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა, თუმცა, მიხეილ ჩინჩალაძეს კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია. მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებობს გარემოებები და ნიშნები, რომლებიც სასამართლოში კორუფციის შესვლის საფრთხეზე მიუთითებენ

XS
SM
MD
LG