Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სსფ-ის წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია არც უარყოფს და არც ადასტურებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა. საერთაშორისო რომლითაც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. როგორც საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის აზიმ სადიკოვის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე, რადგან ეს არ არის მისიის მანდატი. "საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მის სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ინვესტორთა ნდობას", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG