Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის პოლიციამ დააკავა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე ჩეჩენი


ბელგიის პოლიციის თანახმად, სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს იმ რეიდის დროს, რომლის სამიზნეს ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ჩეჩნების გამოვლენა იყო. პროკურატურის ცნობით 8 ივნისს მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 რეიდი ჩატარდა ორი ექსტრემისტული დაჯგუფების განეიტრალებისათვის. ერთ-ერთი ჯგუფი გამოძიების ქვეშაა ბელგიაში დაგეგმილი ტერაქტისათვის. მთლიანობაში კი ორივე ჯგუფი ეწეოდა მოქალაქეთა გადაბირებას და გაწვრთნას სირიაში მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად. დაკავებულთა შორის არიან ჩეჩნები, რომელმაც „გაიარეს წვრთნა და უკვე მიიღეს საბრძოლო გამოცდილება სირიაში, ჩეჩნეთსა და ავღანეთში“, -იუწყება ბელგიის მედია პროკურატურის ოფისზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, სირიიდან და ერაყიდან დაბრუნებული, ექსტრემისტებთან წვრთნა და ბრძოლაგამოვლილი მოქალაქეების საშუალო რაოდენობით, ბელგია ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას ევროპის ქვეყნებს შორის.

XS
SM
MD
LG