Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი რუსეთს სანქციების გამკაცრებით ემუქრება


უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთი გააფრთხილა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები „დიდი შვიდეულის“ ფორმატში მზად არიან რუსეთის კომპანიებისა და მოქალაქეებისთვის სანქციების რეჟიმის გასაფართოებლად, თუკი კრემლი ვერ უზრუნველყოფს მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთი მზად არის შემოიღოს „მნიშვნელოვანი დამატებითი სანქციები“ რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ხელშესაწყობად შესაძლო ქმედებების პასუხად.

XS
SM
MD
LG