Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ბრიუსელს "საპასუხო ზომებით" ემუქრება


რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ალექსანდრ კონოვალოვმა საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად შეაფასა ბელგიაში რუსეთის საელჩოსა და ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის ანგარიშების დაყადაღებას. Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ბოლომდე ნათელი არ არის ბელგიის სასამართლოს სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც საფუძვლად დაედო რუსეთის ფედერაციის აქტივების დაყადაღებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიუსელისგან მოითხოვს ბელგიის ტერიტორიაზე რუსეთის დაწესებულებების ნორმალურად მუშაობის უზრუნველყოფას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი იმუქრება „ადეკვატური საპასუხო ზომების“ მიღებით რუსეთის ტერიტორიაზე ბელგიის საკუთრების მიმართ.

XS
SM
MD
LG