აშშ-ის სენატორი, ჯონ მაკკეინი კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, მიეწოდოს იარაღი უკრაინის არმიას, რომელიც პრორუსულ სეპარატისტებს ებრძვის აღმოსავლეთ უკრაინაში. კიევში გამართულ პრესკონფრენციაზე, 20 ივნისს, მაკკეინმა თქვა, რომ „სამარცხვინო და სასირცხვილო“ იქნებოდა დავლეთისთვის, არ იმოქმედოს, მაშინ როცა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მაკკეინის თვალსაზრისით,უკრაინის დაყოფას ლამობს. მაკკეინი, ამერიკის კონგრესში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ყველაზე ხმამაღალი მომხრე, ამბობს, რომ უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ სურთ იბრძოლონ. მაკკეინთან ერთად სიტყვა თქვა აშშ-ის სენატორმა, ჯონ ბაროსომ, რომელიც თვლის, რომ დასავლეთის ლიდერებმა პუტინს არაერთი შესაძლებლობა შესთავაზეს, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისა, მაგრამ პუტინი, ბაროსოს თქმით, ამ შანსებს უგულებელყოფს. ახლა დროა, ბაროსოს თქმით, გზებზე საგუშაგოები განვალაგოთ და უკრაინას იარაღი მივაწოდოთ. უკრაინა ითხოვს სამხედრო დახმარებას, რათა გააძლიეროს ბრძოლისუნარიანობა. დასავლეთის ქვეყნები დღემდე უარს ეუბნებიან იარაღის მიწოდებაზე, მაგრამ სთავაზობენ არასაბრძოლო დახმარებას და წვრთნას.
ყველაზე პოპულარული
1