Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: რუსეთთან გამალებულ შეიარაღებაში შეჯიბრს არ ვაპირებთ


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს გამალებულ შეაირაღებაში შეეჯიბროს რუსეთს, თუმცა წინ აღუდგება მოსკოვის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში. სტოლტენბერგმა ეს განცხადება გააკეტა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ. სტოლტენბერგის თქმით „ეჭვგარეშეა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი ევროპაში აგრესიულ ქმედებებზე“. თავდაცვის მინისტრები განიხილავენ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების გაორმაგებას.

XS
SM
MD
LG