ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ფილიპ ბრიდლავი ხედავს ნიშნებს რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ისეთი სისტემის შექმნისა, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს ამ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ტექნიკურ-მატერიალური უზრუნველყოფისთვის: „რუსეთის არმიის საბრძოლო მომზადება კვლავაც მაღალია და ის მზადაა შეასრულოს მასზე დაკისრებული ნებისმიერი დავალება“, - განაცხადა გენერალმა ხუთშაბათს, ბრუსელში პრესკონფერენციაზე, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა.
ყველაზე პოპულარული
1