ირანი შეთანხმებას მიაღწევს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, თუკი მეორე მხარე გადაჭარბებულ მოთხოვნებს არ წაუყენებს მას, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, დღეს ვენაში, სადაც მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი იმართება. ზარიფმა თეირანის მიერ 30 ივნისისთვის დათქმული ვადის ამოწურვამდე დაიწყო მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან. ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა ცდილობენ, მიაღწიონ შეთანხმებას, რომლის მიზანია თეირანის მიერ თავისი სადავო ბირთვული პროგრამის შემცირება ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
ყველაზე პოპულარული
1