Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა


დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. სხდომაზე ამ საკითხს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა. სულ საკითხის გატანის დროს რეგისტრაცია 36-მა დეპუტატმა გაიარა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების საკითხმა სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია ნაციონალური მოძარობის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვდა. სევდია უგრეხელიძის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტებს ძირთადად სახელმწიფო მოღვაწეების სახელები ჰქვია. სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ითხოვდა, რომ საკითხი დეპუტატებს ნაჩქარევად არ მიეღოთ.

XS
SM
MD
LG