Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს ალ-ყაიდის ლიდერი ამ ქვეყანაში


პაკისტანელი ოფიციალური პირის განცხადებით, პაკისტანში ალ-ყაიდის ლიდერიც არის ოთხ ექსტრემისტს შორის, რომელიც პოლიციამ აღმოსავლეთში მდებარე პანჯაბის პროვინციაში რეიდის დროს მოკლა. პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შუჯა ხანზადამ ამის შესახებ განაცხადა 1 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე ცნობით, 29 ივნისს განხორციელებული რეიდისას დაჭრეს ორი ექსტრემისტი. ხანზადას ინფორმაციით, ყველა ექსტრემისტი ავღანეთში, ალ-ყაიდის ბანაკში იყო გაწვრთნილი.

XS
SM
MD
LG