Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გმირად შერაცხული ავღანელი ჯარისკაცი დააკავეს


თავის დროზე გმირად შერაცხული ავღანელი ჯარისკაცი დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ავღანეთის შსს-ს წარმომადგენელმა სედიყ სედიყიმ სააგენტო „როიტერზს“ 2 ივლისს განუცხადა, რომ სერჟანტი ესა ხანი მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. „პოლიცია იძიებს საქმეს და ესა ხანი დაკავებულია“, - განაცხადა ავღანეთის შსს-ს წარმომადგენელმა. ქაბულელმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა მუსტაფა კაზემიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ესა ხანი პოლიციამ დააკავა იმის გამო, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით მამაკაცს დაეჯახა. ეს ავტომანქანა გასულ თვეში ავღანეთის პარლამენტზე მეამბოხეთა იერიშის დროს ესა ხანის მიერ გამოჩენილი გმირული საქციელის გამო ვიცე-პრეზიდენტმა გენერალმა აბდულ რაშიდ დოსტუმმა აჩუქა ავღანელ სამხედროს. 22 ივნისის თავდასხმის დროს 28 წლის ჯარისკაცმა 7-დან 6 თავდამსხმელი დახოცა. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ესა ხანს სახლი აჩუქა.

XS
SM
MD
LG