Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ორი თავდასხმა მოეწყო, მათ შორის თავდასხმა ნატოს ბადრაგზე


ქაბულში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ შენობაში, რომელიც მდებარეობს ავღანეთის დაზვერვის სააგენტოს მიერ გამოყენებული არეალის მახლობლად. ოფიციალური პირების ცნობით, თავდასხმას მოჰყვა შეტაკება ავღანეთის უშიშროების ძალებთან. შენობაში შეიარაღებული პირების შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ააფეთქა დანაღმული ავტოტმანქანა ასევე ქაბულში. აფეთქება მიმართული იყო ნატოს ბადრაგის წინააღმდეგ. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის, სულ ცოტა, ერთი სამოქალაქო პირი. ნატოს ინფორმაციით, მის ჯარისკაცებს არაფერი დაშავებიათ. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა ქაბულში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებაზე.

XS
SM
MD
LG