Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანთან ბირთვული შეთანხმება მიღწეულია


ირანის და დასავლელი დიპლომატები აცხადებენ, რომ თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს, ასევე გერმანიას შორის, ვენაში მიღწეულია საეტაპო შეთანხმება ბირთვულ სფეროში. ირანელმა ინკოგნიტო დიპლომატმა დასავლეთის ერთ სააგენტოს უთხრა, რომ რთულ სამუშაოს, რომელიც გავწიეთ, აზრი ჰქონდა, შეთანხმებას „ბეჭედი დავუსვითო“. ასოშიეიტედ პრესის თანახმად, ის დასავლელ დიპლომატის ნათქვამს ეყრდნობა, „გადალახულია ყველა უთანხმოება“. შეხვედრის მონაწილეები, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი, მათთან ერთად გერმანია, და ირანი, შუა ევროპის დროით 10:30 საათზე შეიკრიბნენ, რითაც დაასრულებენ მოლაპარაკებას. შეხვედრას მოჰყვება ერთობლივი განცხადება. ვენის შეხვედრების ბოლო რაუნდი 18 დღეს გაგრძელდა. შეთანხმების არსია ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა და სანაცვლოდ, ირანისთვის დაწესებული სხვადასხვაგვარი სანქციების გაუქმება. ამავე დროს ირანი და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო შეთანხმდნენ „სამოქმედო გეგმის“, გარშემო,რათა შეისწავლონ ირანის ბირთვულ ობიექტებზე წარსულში ჩატარებული სამუშაოები. დასავლეთში ვარაუდობდნენ, რომ ირანი ესწრაფოდა ატომური იარაღის შექმნას, რასაც თეირანი უარყოფს.

XS
SM
MD
LG