გერმანიის ეკონომიკის მინისტრი ზიგმარ გაბრიელი 19 ივლისს თეირანს ესტუმრა, რაც ირანში დასავლეთის სახელმწიფოს წარმომადგენლის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა და ირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. 14 ივლისს ხელმოწერილი დოკუმენტი „საფუძველს ქმნის ირანთან ვითარების მოწესრიგებისათვის იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც შესრულების პროცესში მყოფ შეთანხმებაშია მოცემული“, - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა. ზიგმარ გაბრიელი, რომელსაც გერმანიის სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ერიკ შვაიცერიც ახლავს, - სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის შეხვდება. ირანი მსოფლიოში მეოთხე ადგილზე დგას ნავთობის, ხოლო მეორეზე - ბუნებრივი აირის საბადოებით. გერმანიის ეკონომიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ, თუ შესრულდება ბირთვული პროგრამით აღებული ვალდებულებები, მაშინ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობა სულ მცირე ოთხჯერ გაიზრდება და 10 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ყველაზე პოპულარული
1