Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე


ახლად შექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების წევრებმა. სხდომაზე გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ამოცანების, გეგმების, სადაზვერვო შესაძლებლობების და ოპერაციების გამოვლენა და აღკვეთა. ვახტანგ გომელაურის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირების დროულად და ზუსტად ინფორმირებას. "პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტუქტურებში, შეიარაღებულ ძალებსა და სახელისუფლებო რგოლებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის პრევენცია, მათი საქმიანობის გამოვლენა და ნეიტრალიზაცია და ეკონომიკური შპიონაჟის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა გომელაურმა. მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო საიდუმლოების მხრივ უსაფრთხოების მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცვას და მათ წინააღმდეგ შესაძლო სადაზვერვო, დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას და აღკვეთას.

XS
SM
MD
LG