აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა „ბიბისისთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში უმთავრესი იმედგაცრუებაა წარუმატებელი მცდელობა განეხორციელებინა რეფორმა კანონმდებლობისა, რომელიც ამერიკელებს იარაღთან წვდომის თავისუფლებას ანიჭებს: „თუკი თქვენ შეხედავთ იმ ამერიკელების რაოდენობას, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ტერორისტული თავდასხმების დროს დაიღუპნენ, ეს რიცხვი 100-ზე ნაკლებია, მაგრამ თუკი ძალადობის ნიადაგზე, სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვს გადავხედავთ, მაშინ ვნახავთ, რომ ეს რიცხვი ათეულობით ათას ადამიანს აღწევს“, - თქვა მან ინტერვიუში. აშშ-ის მოქალაქეებს იარაღის თავისუფლად ტარების უფლება კონსტიტუციაში მეორე შესწორების შედეგად აქვთ გარანტირებული. ბარაკ ობამა მისი პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გამოვიდა მოთხოვნით გამკაცრდეს იარაღის შეძენის შესახებ წესები. თუმცა კონგრესმა, რომლის უმრავლესობასაც რესპუბლიკელები წარმოადგენენ, ორი წლის წინ არ დაამტკიცა კანონპროექტი.
ყველაზე პოპულარული
1