Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 აგვისტოდან დაიწყება თბილისის გარშემო არსებული გამხმარი ხეების ჭრა


3 აგვისტოდან თბილისის გარშემო არსებული გამხმარი ხეების ჭრის პროცესი დაიწყება, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა განუცხადა. მისივე თქმით, მათმა კონტრაქტორმა კომპანიამ თბილისის გარშემო ტერიტორიები ფიტოპათოლოგიურად შეისწავლა და მისცა მათ ლოკაციები, სადაც სანიტარული ჭრები უნდა განხორციელდეს. გიორგობიანის განცხადებით, ეს ადგილებია კუს ტბისკენ მიმავალი გზა და კუს ტბის გარშემო ტერიტორიები. ასევე, მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი გზა. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ჯამში 5500 გამხმარი ხეა მოსაჭრელი.

XS
SM
MD
LG