Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული თურქეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს


თურქეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული ადამიანების რიცხვი 1050-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის მთავრობის აპარატი ავრცელებს. ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთის 34 პროვინციაში მიმდინარეობს. დაკავებულები არიან პირები, რომლებიც რაიმე სახით არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში. ორი დღის წინანდელი ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 600-მდე ადამიანს შეადგენდა. თურქეთის ხელისუფლებამ გასულ პარასკევს "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო.

XS
SM
MD
LG