Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაიწყო უკრაინელი პილოტის, ნადია სავჩენკოს სასამართლო პროცესი


რუსეთში სასამართლომ დაიწყო უკრაინელი პილოტის, ნადია სავჩენკოს პროცესი. სავჩენკოს ბრალად ედება ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა აღმოსავლეთ უკრაინაში. სასამართლო პროცესი დაიწყო 30 ივლისს რუსეთის როსტოვის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ დონეცკში, უკრაინის საზღვართან ახლოს. ამ ქალაქს კავშირი არ აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე, ომით დაზიანებულ ქალაქ დონეცკთან. სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს დასავლელ დიპლომატებს, რომლებსაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პროცესზე დაკვირვება სურდათ. 34 წლის სავჩენკოს 25 წლამდე ემუქრება პატიმრობა ბრალდებების გამო, რომლებსაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა და პოლიტიკურად მოტივირებულად გამოცხადდა. მას ასევე ბრალად ედება რუსეთში უკანონოდ შესვლა. სავჩენკო ბრალდებებს უარყოფს - ის აცხადებს, რომ სეპარატისტებმა შეიპყრეს და შემდეგ რუსეთის დაზვერვის სტრუქტურების აგენტებმა მალულად გადაიყვანეს საზღვარზე.

XS
SM
MD
LG